logo
ENG



NBA-ის ვიდეომიმოხილვა | ჰიტმა ჯაზი დაამარცხა

14 ნოე 202117:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/14/d29o3ymhf3ei2xd.jpg

გთავაზობთ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის ყველა მატჩის საუკეთესო მომენტებს და საინტერესო ფაქტებს.



Utah Jazz  105 – 111 Miami Heat

მაიამი ჰიტი, იუტა ჯაზს ესტუმრა და 105 – 111 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჰიტის მსროლელი ტაილერ ჰირო დასახელდა. ტაილერმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგი შეხვედრა ჰქონდა მაიამის გამთამაშებელ კაილ ლოურისაც, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. ჯაზის შემადგენლობიდან კი 26 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩი, ხოლო 25 ქულით ჯორდან კლარკსონი გამოირჩნენ.

მაიამი მიმდინარე სეზონში 8 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ხოლო იუტა 8 გამარჯვებითა და 5 წაგებით მე-6 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები

Indiana Pacers 118 – 113 Philadelphia

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, ფილადელფიას უმასპინძლა და 118 – 113 დაამარცხა.

შეხვედრის MVP პეისერსის მსროლელი ჯასტინ ჰოლიდეი გახდა. ჯასტინმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 27 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. კარგი მატჩი ჩაატარა ინდიანას ცენტრმა მაილს ტარნერმა, მან 20 ქულას მოუყარა თავი. ფილადელფიას რიგებში კი 32 ქულით ტობაიას ჰარისი გამოირჩა.

საქართვველოს ნაკრების ცენტრი დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა.

ინდიანა მიმდინარე სეზონში 6 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ფილადელფია 8 მოგებითა და 6 მარცხით მე-6 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

New Orleans Pelicans 112 – 101 Memphis Grizzlies

ნიუ ორლეან პელიკანსმა, მემფის გრზილს უმასპინძლა და 112 – 101 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ორლეანსის გამთამაშებელი ალექსანდერ უოქერი დასახელდა. უოქერმა პერკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. კარგი მატჩი ჰქონდა პელიკანსის ჰერბერ ჯონსსაც, მან 17 ქულა ჩააგდო. მემფისის შემადგენლობიდან კი 22 ქულით ჯა მორანტი, ხოლო 15 ქულით სტივენ ადამსი გამოირჩნენ.

ნიუ ორლეანი მიმდინარე სეზონში 2 მოგებითა და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა, ხოლო მემფისი 6 გამარჯვებითა და 7 მარციხით მე-9 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

Orlando Magic 92 – 104 Washington

ვაშინგტონ ვიზარდსი, ორლანდო მეჯიქს ესტუმრა და 92 – 104 დაამარცხა.

მატჩის MVP უიზარდსის გამთამაშებელი სპენსერ დეინვიდი გახდა. სპენსერმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კარგი შეხვედრა ჩაატარა ვაშინგტონის ცეტრმა მონტრეზ ჰარელმაც, მან 20 ქულა ჩააგდო. მეჯიქის რიგებში კი 22 ქულით კოულ ენტონი, ხოლო 14 ქულითა და 17 მოხსნით მუჰამედ ბამბა გამოირჩნენ.

ვაშინგტონი მიმდინარე სეზონში 9 გამარჯვებითა და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ხოლო ორლანდო 3 მოგებითა და 10 მარცხით ბოლო ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

Toronto Raptors 121 – 127 Detroit Pistons

დეტროიტ პისტონსი, ტორონტო რეპტორს ესტუმრა და 121 – 127 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დეტროიტის ფორვარდი ჯერემი გრანტი დასახელდა. ჯერემიმ პარკეტზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულას, 5 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი მატჩი ჰქონდა პისტონსის ცენტრ აიზია სტიუარდსაც, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. ტორონტოს შემადგენლობიდან კი 25 ქულით პასკალ სიაკამი გამოირჩა.

დეტროიტი მიმდინარე სეზონში 3 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადილზეა, ხოლო ტორონტო 7 გამარჯვებითა და 7 წაგებით მე-8 ადგილს იკავებს.

საუკეთესო მომენტები

Cleveland Cavaliers 91 – 89 Boston Celtics

კლივლენდ კავალიერსმა, ბოსტონ სელტიკს უმასპინძლა და 91 – 89 დაამარცხა.

 მატჩის MVP კავალიერსის გამთამაშებელი დარიუს გარლანდი გახდა. დარიუსმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა ჩააგდო. კარგი შეხვედრა ჰქონდა კლიველნდის ცენტრ ჯარედ ალენსაც, მის ანგარიშზე 11 ქულა და 8 მოხსნა იყო. სელტიკსის რიგებში კი 28 ქულით დენის შრედერი, ხოლო 21 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩნენ.

კლივენდი მიმდინარე სეზონში 9 გამარჯვებითა და 5 წაგებით აღმოსაველთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ბოსტონი 6 მოგებითა და 7 მარცხით მე-10 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები

Los Angeles Clippers 129 – 102 Minnesota Timberwolves

ლოს ანჯელეს კლიპერსმა, მინესოტა ტიმბერვულზს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 129 – 102 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კლიპერსის სუპერვარსკვლავი პოლ ჯორჯი დასახელდა. პოლმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 26 წუთში 23 ქულას, 9 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. კარგი მატჩი ჰქონდა ლოს ანჯელესელთა გამთამაშებელ რეჯი ჯექსონსაც, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. მინესოტას შემადგენლობიდან კი 21 ქულით ენტონი ედუარდსი გამოირჩა.

კლიპერსი მიმდინარე სეზონში 8 მოგებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო მინესოტა 4 გამარჯვებითა და 8 წაგებით მე-13 ადგილზეა.

საუკეთესო მომენტები








close დახურვა